ახალი ამბები

დოლიძე: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას სავარუდოდ მარტის ბოლოდან შეძლებენ

2 თებერვალი, 2017 • 2733
დოლიძე: საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას სავარუდოდ მარტის ბოლოდან შეძლებენ

ბრიუსელში დღეს გასამართი პლენარული სხდომისა და საქართველოს მოლოდინების შესახებ  საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ვიკა დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებით გამგზავრებას ვიზის გარეშე მარტის ბოლოდან ან აპრილის დასაწყისიდან შეძლებენ.

“დარჩენილია გარკვეული ტექნიკური პროცედურები. კერძოდ, კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს საბოლოო დასტური და შეთანხმება ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს შორის, ასევე ხელი მოეწეროს ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ შესაბამის დოკუმენტს, რომელიც უკვე ნათარგმნია ევროკავშირის ყველა ენაზე. შემდგომ ის ქვეყნდება შესაბამის ევროპარლამენტის ე.წ. საკანონმდებლო მაცნეში. ამის შემდგომ დოკუმენტი 20 დღის განმავლობაში შედის ძალაში,” – ამბობს ვიქტორ დოლიძე.

2 თებერვალს ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. მომხსენებელი დეპუტატი მარია გაბრიელია. 14-დან – 16 საათამდე დროის პერიოდში ევროპარლამენტარები ამ საკითხს კენჭს უყრიან და გადაწყვეტენ, დაუჭერენ თუ არა  საქართველოს მოქალაქეებისათვის შენგენის ზონაში უვიზოდ დაშვების გადაწყვეტილებას მხარს. იმისათვის, რომ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს, საჭიროა პლენარულ სხდომაზე დამსწრე დეპუტატთა ქვორუმის უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი