ახალი ამბები

რუმინეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე სამასი ათასამდე ადამიანი გამოვიდა

2 თებერვალი, 2017 • 2764
რუმინეთში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაზე სამასი ათასამდე ადამიანი გამოვიდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ასი ათასობით მოქალაქე გამოვიდა რუმინეთის მასშტაბით ანტისამთავრობო აქციაზე, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში გარკვეული კორუფციული დანაშაულების დეკრიმინალიზაციას ისახავს მიზნად.

რუმინული მედიის ცნობით, ბუქარესტში გამართული აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებები მოხდა სამთავრობო შენობებთან, სადაც პოლიციელები მომიტინგეების გადაადგილებას ხელს უშლიდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა ბუქარესტში 120 ათასი ადამიანი იყო, ხოლო რუმინეთის მასშტაბით – 200-300 ათასი.

ფრანს პრესის” ცნობით, ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა რუმინეთის მასშტაბით 1 თებერვალს.  აქციის მონაწილეები ყვიროდნენ “ქურდებო!”, “წადით!”. ყინვის მიუხედავად, ისინი მთელი ღამის განმავლობაში აპროტესტებდნენ.

დედაქალაქ ბუქარესტში აქციის ზოგიერთი მონაწილე პოლიციის მიმართულებით ისროდა ბოთლებს, ქვებს. პოლიციელები კი დემონსტრანტების მიმართულებით ცრემლსადენ გაზს ისროდნენ. შეტაკების შედეგად დაშავდა რამდენიმე პოლიციელი და აქციის რამდენიმე მონაწილე.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული, შეეხება კონკრეტული კორუფციული დანაშაულის შემსუბუქებას და ძალაუფლების გადამეტება იმ შემთხვევაში დაისჯება თავისუფლების აღკვეთით, თუ მან 44 ათასი ევროს ოდენობით დააზარალა ბიუჯეტი.

ფრანს პრესის ცნობით, საკანონმდებლო ცვლილება გააკრიტიკეს რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, იუსტიციის მინისტრმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

მთავრობის გადაწყვეტილებამ კრიტიკა დაიმსახურა რუმინეთის ფარგლებს გარეთაც, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და მისმა მოადგილემ ფრანს ტიმერმანსმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს და არა პირიქით.”

ეს საკანონმდებლო ცვლილება  მოამზადა რუმინეთის მემარცხენე მთავრობამ სოციალ-დემოკრატი პრემიერმინისტრის, სორინ გრინდენუს მეთაურობით.

ევრონიუსის ცნობით, თუ კანონი ამოქმედდება, ეს შეეხება ბევრ პოლიტიკოსს, რომელმაც შესაძლოა დატოვოს ციხე ან შეწყდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. მათ შორისა მმართველი “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერის ლივიუ დრაგნეას საქმე, რომელიც ბრალდებულია ძალაუფლების გამოყენებაში, რომლის დროსაც, 2006-2013 წლებში, პარტიის ორ მუშაკს სახელმწიფო ფულს უხდიდა ხელფასის სახით.

ევრონიუსის ცნობითვე, მთავარი პროკურორის ინფორმაციით, 2 000 ადამიანია დადანაშაულებული ძალაუფლების გამოყენებაში, რამაც ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიანად 1 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა რუმინეთის ბიუჯეტს.

ანტისამთავრობო პროტესტი რუმინეთის ქალაქ კლიუში. 01.02.2017 credit: EPA/MIRCEA ROSCA

ანტისამთავრობო პროტესტი რუმინეთის ქალაქ კლიუში. 01.02.2017 credit: EPA/MIRCEA ROSCA

ანტისამთავრობო პროტესტი რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში. 01.02.2017 credit: EPA/ROBERT GHEMENT

მასალების გადაბეჭდვის წესი