ახალი ამბები

ნათია

28 ოქტომბერი, 2012 • • 965
ნათია

მისი განცადებით, თურქეთი პოზიტიურადაა განწყობილი საქართელო–თურქეთის მომვალ ურთირთობებთან დაკავშირებით და არც კოალიცია “ქართუილი ოცნების” წევრის მიერ გაკეთებულ განცხადება, რომელიც ბათუმში მეჩეთის  მშენებლობას უკავშირდება,  ვერ იმოქმედებს ქართულ–თურქულ ურთიერთობებზე ნეგატიურად. 

 

“ჩვენ არ გავქვს გამარჯვებულ კოალიციასთან დაკავშირებით პრეტენზიები.  პირიქით ჩვენ ვართ პოზიტიურად განწყობილი ორი ქვეყნის მომოვალი თანამშრომლობის მიმართ.  ბიძინა ივანიშვილმა თურქულ მედიას ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ ბათუმის კარები ყოველთვის ღიაა თურქეთის მოქალაქეებისთვის და ინვესტორებისთვის, ხელისუფლების შეცვლა ხელს არ შეუშლის იმ მეგობარობას, რომელიც ორ ქვეყნას შორის უკვე არის. წინასაარჩვნო პერიოდში იყო რაღაც განცხადებები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ ყველაფერი კარგად იქნება და წინ წავა”. –განაცხად მან.

 

თურქეთის კონსულმა, იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რომლის გამოც პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილს  და თურქეთის ელჩს შორის შეხვედრა ვერ შედგა. კოსულის განცხადებით, ეს ტრადიციაა, რომლის მიხედვითაც,   შეხვედრები პრემიერ მინისტრის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ დგება .  

 

“ასევე,  ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით დასვენებები გვქონდა. აქედან გამომდინარე რომ მოკლე დროში ელჩი სავარაუდოდ შეხვდება ბატონ ივანიშვილს”

 

ივნიშვილის სურვილის მიუხედავად, თუ რატომ ვერ მოხერდა  მისი და თურქეთის ელჩის შეხვედრა პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მისთვის მიზეზი უცნობია. 

 

“  რამდენადაც ვიცი, უკვე არის მზაობა და ეს შეხვედრა უახლოეს მომოვალში შედგება. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მე პრემიერ ერდოღანთან.   ერთ–ერთმა  პირველმა მომილოცა მან გამარჯვება, ჯერ  დამტკიცებულიც არ ვიყავი. მე მგონია,  ჩვენ მოვახერხებთ ორ ქვეყანს შორის რა ურთიერთობებიც არის გავაღრმაოთ”. 

 

გაზეთ “ბათუმელების” შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება, ვერ შემდგარი შეხვედრა კოალიცია “ქრთული ოცნების” წევრის მურმან დუმბაძის  ბათუმში მეჩეთის  მშენებლობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხდებას,  ბიძინა ივანიშვილმა ჯერ თქვა რომ შესაძლებელია, თუმცა მოგვიანებით დააკონკრეტა, რომ უფრო არ ჰგონია,რადგან მეჩეთთან დაკავშირებული განცხადებები იყო კონსტრიქციული “და არ მგონია რომ ამას გამოეწვია განაწყენება”. 

 

ბათუმში აზიზიეს მეჩეთის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” აჭარის მაჟორიტარობის კანდიდატი და დღეს უკვე პარლმენტის ვიცე სპიკერი მურმან დუმბაძე  საპროტესტო აქციების ორგანიზატორი იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი