ახალი ამბები

ანონსი – 2 თებერვალი

1 თებერვალი, 2017 • 1896
ანონსი – 2 თებერვალი

09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.

11:00 მთავარ პროკურატურასთან სამშენებლო კომპანია აქსისის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართება.

11:00 პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პარლამენტის სასახლე, კომიტეტის სათათბირო ოთახი N439

12:00 თბილისის მუნიციპალიტეტისსაკრებულოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქოინტეგრაციის კომისისის სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების 2

13:00 საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ადგილი – თბილისი მერიოტი, დარბაზი სანადიმო. საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი (591 77 98 98)11:00 ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ღონისძიება გაიმართება. 1971 წელს ირანში „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ“ კონვენცია მიიღეს. 1997 წლის 2 თებერვალს ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნეს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება. საქართველოში საერთშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიები არის ცენტრალური კოლხეთის ჭაობები და ისპანის ჭაობი.

13:00 ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი 2016 წლის ანგარიშს წარადგენს. წლიური ანგარიშის წარდგენას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე გახსნის. თავისუფლების მოედანი, შ.დადიანის 2/1. პრესასთან საკონტაქტო პირი: ნინიკო ბოჯგუა – 577191417

15:00  ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე სერგო რატიანი ფრაქციის ოთახში პედაგოგებსა და მასწავლებელთა პროფკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება. თემა – პედაგოგების ხელფასის მატების ხელის შემშლელი ბიუროკრატიული ფაქტორები

მასალების გადაბეჭდვის წესი