ახალი ამბები

მისაღები გამოცდების ფორმატი ხვალ გახდება ცნობილი

28 ოქტომბერი, 2012 • • 1068
მისაღები გამოცდების ფორმატი ხვალ გახდება ცნობილი

მისაღები გამოცდების მოდელს განათლების მინისტრი გიორგი მარგვლაშვილი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვლი წარადგენენ. 

 

შეგახსენებთ, რომ მისაღები გამოცდების ფორმატზე მსჯელობა ჯერ კიდევ განათლების მინისტრის კანდიდატის წარდგენამდე დაიწყო, როცა მიმინოშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პირველი მოსაზრება, რასაც ის  მომავალი მინისტრს გაუზიარებს, იქნება ის, რომ აბიტურიენტებმა არა საატესტატო, არამედ ერთიანი ეროვნული გამოცდები  ჩააბარონ. 

 

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად მოსწავლეები საატესტატო გამოცდებსაც აბარებენ. 2012 წელს პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები 8+1 მოდელით ჩააბარებდნენ გამოცდებს – ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდებოდა და მოსწავლეები მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებდნენ.

 

მას შემდეგ, რაც პირველი ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და ბიძინა ივანიშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მაია მიმინოშვილი წარადგინა, გამოცდების სისტემის მოდელზე მსჯელობა კვლავ  აქტუალური გახდა. მაია მიმინოშვილის განცხადებით, წელს მხოლოდ ერთიანი ერვნული გამოცდები ჩატარება საატესტატო გამოცდების დანერგვის მოუმზადებლობას უკავშირდება. 

 

“ამიტომაც, მე ვფიქრობ, სანამ საგამოცდო სისტემა მიიღებს საბოლოო ფორმას, თუ როგორი სისტემა  გვინდა და როგორიც იქნებოდა კარგი, მანამდე ისეთი რამ უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს, რაც წლების განმავლობაში მუშაობდა და რისთვისაც აბიტურიენტებიც მზად არიან. აქ რამდენიმე კრიტერიუმია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ის, რომ მოსწავლეებს ძალიან არ გავურთულოთ ცხოვრება,  გამოსაშვები გამოცდები რომ რაღაც ფორმით უნდა შენარჩუნდეს, ამას წყალი არ გაუვა, საუბარი სხვა რამეზეა, თუ როდის უნდა ჩატარდეს საატესტატო გამოცდბი”.

 

გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით მსჯელობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინრეობდა, გადაწყვეტილება კი ხვალ გახდება ცნობილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი