ახალი ამბები

პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დანიშნა

27 ოქტომბერი, 2012 • • 1327
პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა დანიშნა

 

 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლად არჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დღის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

 

განკარგულების ტექსტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. პირველ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მთავრობის თავმჯდომარეს აირჩევს.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანამდებობაზე პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი არმაზ ახვლედიანის,  ბანკი “ქართუს” აჭარის ფილიალის მმართველი არჩილ ხაბაზის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურები   განიხილება.

მასალების გადაბეჭდვის წესი