ახალი ამბები

კოტე კუბლაშვილი მოსამართლეთა ხელფასების გაზრდას მოითხოვს

27 ოქტომბერი, 2012 • • 1149
კოტე კუბლაშვილი მოსამართლეთა ხელფასების გაზრდას მოითხოვს

 

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

“ჩვენ მომავალი წლიდან ვითხოვთ იგივე ბიუჯეტს, რაც ფინანსური დამოუკიდებლობისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენს კანონში არის ნორმა, რომლის მიხედვითაც არც ერთ სახელმწიფო ორგანოს, არც პრეზიდენტს, არც პრემიერმინისტრს არ შეუძლია სასამართლო სისტემის ბიუჯეტის შემცირება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინასწარი თანხმობის გარეშე” – განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.  

 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2013 წლისთვისაც ანალოგიურ ბიუჯეტს ითხოვს: “მომავალი წლისთვის ჩვენ ვითხოვთ იგივე ბიუჯეტს, პლიუს 10 –პროცენტიან მატებას თანამშრომლების და მოსამართლეების ხელფასების. თუკი ჩვენ დაგვიმტკიცეს ჩვენი მოთხოვნილი ბიუჯეტი, ეს იქნება დამატებით დაახლოებით 2 მილიონი ლარი.  ”

ეს საკითხები მოსამართლეთა მეცხრე  კონფერენციაზე განიხილეს, რომელიც  დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

2012 წლის ბიუჯეტში უზენაესი სასამართლოს დაფინანსებამ 5 790 000 ლარი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი