ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილი ტომას ჰარტინგს შეხვდა

1 თებერვალი, 2017 • 3729
თამარ ჩუგოშვილი ტომას ჰარტინგს შეხვდა

დღეს, 1 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს, ტომას ჰარტინგს შეხვდა.

“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს.  შეკითხვები შეეხებოდა საკოსნტიტუციო კომისიის საქმიანობას, თუ როგორ წარიმართება პროცესი, რამდენად გახსნილი და მონაწილეობითია. პარლამენტი ფართო ფორმატში მუშაობს ცვლილებებზე, ბევრი ადამიანია ჩართული და, რაც მთავარია, უცხოელი ექსპერტები აქტიურად მონაწილეობენ. ამიტომ მგონია რომ ამ ეტაპზე ეს პროცესი არანაირ კითხვას აჩენს,” – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ასევე, თამარ ჩუგოშვილმა ხვალ, 2 თებერვალს ევროპარლამენტში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას უყრიან კენჭს:

“ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. ევროპარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას. ეს დასკვნითი ეტაპია, ძალიან ფორმალური ნაბიჯები რჩება. “

მასალების გადაბეჭდვის წესი