ახალი ამბები

პარლამენტის აპარატის უფროსი: პარლამენტის სერვერები იუსტიციის სამინისტროშია განთავსებული

26 ოქტომბერი, 2012 • 4869
პარლამენტის აპარატის უფროსი: პარლამენტის სერვერები იუსტიციის სამინისტროშია განთავსებული
“ის, რომ საკანონმდებლო ხელისუფლების სერვერი არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ეს უკვე მარაზმატულია. ეს სრული აბსურდია. კონტროლი რამდენად ხორციელდება, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ვთქვა ის, რომ პარლამენტის სერვერი დგას აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ–ერთ უწყებაში, იუსტიციის სამინისტროში, რა თქმა უნდა, ეს იძლევა იმის საშუალებას, რომ სადაც სერვერია განთავსებული, აკონტროლოს ყველაფერი, რაც ხდება ელექტრონულად პარლამენტში, რაც არანორმალურია”, – ამბობს პარლამენტის აპარატის უფროსი.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ამ თემის შესწავლა და იმედოვნებს, რომ პარლამენტს დაუბრუნდება ეს სერვერები.

“ეს გადაწყვეტილება მიიღეს წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. თუმცა
ჩემთვის ცალსახაა, რომ პარლამენტის სერვერები უნდა იყოს პარლამენტში, ეს არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არც ერთ სხვა შტოს არ აქვს უფლება აკონტროლოს, თუ რა ხდება პარლამენტში”, – აღნიშნავს მარაქველიძე.

აპარატის უფროსი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ამ საკითხზე გაიმართება შეხვედრა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან და ეს საკითხი გადაწყდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი