ახალი ამბები

“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, გზები გაიწმინდა, ხოლო ტროტუარებზე ტექნიკურ მარილს ყრიან

1 თებერვალი, 2017 • 3901
“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, გზები გაიწმინდა, ხოლო ტროტუარებზე ტექნიკურ მარილს ყრიან

თბილისის ქუჩებში ტროტუარების ნაწილი გაწმენდილი არაა, “თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი კი აცხადებს, რომ გზების გასაწმენდად გუშინ ღამიდან მუშაობენ და ტროტუარები ნელ-ნელა იწმინდება.

“თბილსერვის ჯგუფის” დირექტორი ლევან ჯღარკავა აცხადებს, რომ გუშინ, 31 იანვარს ღამით, თოვის დაწყებისთანავე დაიწყეს ქუჩებისა და ტროტუარების წმენდა და ამის შემდეგ გზები მუდმივად იწმინდება.

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. პასტერის ქუჩა.1.02.2017

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. პასტერის ქუჩა.1.02.2017

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. ტოვსტონოგოვის ქუჩა.1.02.2017

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. ტოვსტონოგოვის ქუჩა.1.02.2017

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. დავით აღმაშენებლის გამზირი. 1.02.2017

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. დავით აღმაშენებლის გამზირი. 1.02.2017

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. ლიახვის ქუჩა.1.02.2017

თოვლიანი ტროტუარები თბილისში. ლიახვის ქუჩა.1.02.2017

ჯღარკავას თქმით, თბილისის ყველა რაიონს თავისი დისლოკაციის ადგილი აქვს. ჯღარკავა ამბობს, რომ პრიორიტეტი მიენიჭა ცენტრალურ გზებს. მისი თქმით, გზების გარდა იწმინდება ტროტუარები.

ლევან ჯღარკავას თქმით, იმის გამო, რომ თბილისი არის დიდი ქალაქი, გარკვეული დრო სჭირდება, რომ ბოლომდე გაიწმინდოს. მისი თქმით, საფეხმავლო გზები ტექნიკური მარილითა და ხელსაწყოებით იწმინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი