ახალი ამბები

რატომ მისცა ხმა მთავრობის დამტკიცებას რეგისტრირებულზე ერთით მეტმა დეპუტატმა

26 ოქტომბერი, 2012 • 1201
რატომ მისცა ხმა მთავრობის დამტკიცებას რეგისტრირებულზე ერთით მეტმა დეპუტატმა

მთავრობის ახალ შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრაში საქართველოს პარლამენტში 142-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა რეგისტრაცია 141-მა პარლამენტარმა გაიარა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ შესაძლოა, ერთმა დეპუტატმა მოგვიანებით გაიარა რეგისტრაცია, რაც ტაბლოზე დროულად არ აისახა და ამის გამო დაფიქსირდა განსხვავებული მონაცემი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა 88 ხმით დაუჭირა მხარი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და პროგრამას. წინააღმდეგი 54 დეპუტატი წავიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი