ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზიას საქართველო უმასპინძლებს

1 თებერვალი, 2017 • 3345
საბავშვო ევროვიზიას საქართველო უმასპინძლებს

2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსს საქართველო  უმასპინძლებს,. ეს საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსია, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მე-11-ედ წარადგენს მონაწილეს საბავშო ევროფესტივალზე. ჯერჯერობით უცობია, კონკრეტულად რომელ საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონკურსი.

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკურსის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება, რადგან ეს არის დამატებით ცნობადობის ამაღლება, ამ კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია ხდება 50-ზე მეტ ქვეყანაში, შესაბამისად, ამ კონკურსს აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდვ უფრო პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინოს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურიზმის სექტორის განვითარებისათვის”,- განაცხადა ქეთევან ბოჭორიშვილმა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, 1 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

საბავშვო ევროფესტივალის რიგით მე-14 კონკურსზე მარიამ მამადაშვილმა გამარჯვება 239 ქულით მოიპოვა, რის შემდეგაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ევროპის მაუწყებელთა კავშირისგან  მიიღო შეთავზება 2017 წლის საბავშვო ევროფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა “ბზიკებმა” კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა.  მეორედ, 2011 წელს, ჯგუფი Candy სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის ფინალისტი გახდა. მესამე გამარჯვება კი ქვეყანას მარიამ მამადაშვილმა სიმღერით „მზეო“ მოუტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი