ახალი ამბები

ვასილ მაღლაფერიძე: საბავშვო ევროვიზია 99%-ით საქართველოში ჩატარდება

31 იანვარი, 2017 • 3203
ვასილ მაღლაფერიძე: საბავშვო ევროვიზია 99%-ით საქართველოში ჩატარდება

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, 99%-ით გადაწყვეტილია, რომ საბავშვო ევროვიზია საქართველოში ჩატარდება. მაღლაფერიძის თქმით, ამ ეტაპზე საბოლოო მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონკურსის ორგანიზატორებთან.

დღეს, 31 იანვარს, ასევე ცნობილი გახდა, რომ სერგი გვარჯალაძემ მაუწყებლის მედიაწარმოების დირექტორის თანამდებობა დატოვა და ევროვიზიის პროექტში გადავიდა, იგი პროექტის ხელმძღვანელი იქნება.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სულ ორჯერ გახდა – 2008 წელს ჯგუფი “ბზიკების” და 2016 წელს მარიამ მამადაშვილის მონაწილეობით, თუმცა კონკურსში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ მომდევნო წლის კონკურსი აუცილებლად გამარჯვებულ ქვეყანაში ჩატარდება. კონკურსის ოფიციალურ წარმომადგენლობას გადაწყვეტილება საბავშვო ევროვიზიის მასპინძელი ქვეყნის შესახებ არ გამოუცხადებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი