ახალი ამბები

თეთრი სახლი: ტრამპი გააგრძელებს ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვას სამუშაო ადგილებზე

31 იანვარი, 2017 • 3543
თეთრი სახლი: ტრამპი გააგრძელებს ლგბტქ ადამიანების უფლებების დაცვას სამუშაო ადგილებზე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ 2014 წელს ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც საჯარო მოხელეებს ანტი-ლგბტქ დისკრიმინაციისაგან იცავს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებშიც ძალაში დარჩება, – განაცხადა თეთრმა სახლმა სამშაბათს, 31 იანვარს.

განცხადებაში თეთრი სახლის წარმომადგენლობა წერდა: “პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპს გადაწყვეტილი აქვს, რომ დაიცვას ყველა ამერიკელის, მათ შორის ლგბტქ თემის, უფლებები… ბრძანება, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი, რათა დაიცვას ფედერალური მთავრობის მიერ დასაქმებული ადამიანები სამუშაო ადგილას ანტი-ლგბტქ დისკრიმინაციისაგან, უცვლელი დარჩება”, – წერია განცხადებაში.

აღნიშნული ბრძანება, CNN-ის ცნობით, იცავს დასაქმებულებს სამუშაო ადგილას დამსაქმებლის მხრიდან სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული დისკრიმინაციული მოპყრობისაგან.

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. 10.11.2016. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში. 10.11.2016. ფოტო: EPA/MICHAEL REYNOLDS

მასალების გადაბეჭდვის წესი