ახალი ამბები

მერიაში ბავშვთა სამყაროში დაზარალებულების დახმარების გზებზე მსჯელობენ

31 იანვარი, 2017 • 6439
მერიაში ბავშვთა სამყაროში დაზარალებულების დახმარების გზებზე მსჯელობენ

დღეს, 31 იანვარს, თბილისის მერიაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება, რომელზეც უნდა იმსჯელონ როგორ დაეხმარებიან ბავშვთა სამყაროში დაზარალებულ მოვაჭრეებს.

სხდომას თბილისის მერის, მისი მოადგილეებისა და მერიის სამსახურების ხელმძღვანელების გარდა, ესწრებიან ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, შსს-ს, ბავშვთა სამყაროს ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დავით ნარმანიას თქმით, ეროვნული ბანკი იშუამდგომლებს იმაზე, რომ ბანკებმა შეღავათი გაუწიონ მათ, რომელთაც აქვთ სესხები, ხოლო შემოსავლების სამსახური მოახდენს დაზიანებული საქონლის ჩამოწერას, რომ დაზარალებულებმა დაზიანებულ საქონელზე გადასახადები არ გადაიხადონ.

ნარმანიას თქმით, მერიას დაუკავშირდნენ სხვა ბაზრების წარმომადგენლები, რომლემაც განაცხადეს, რომ მზად არიან დაზარალებული მოვაჭრეები მიიღონ და სამიდან ექვს თვემდე გადასახადების გარეშე ფართი დაუთმონ.

,,შსს ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა იყოს მიღებული და მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს იმ კერების დაქრობა, რომლებიც კვლავაც არსებობს შენობის მასშტაბით. აქედან გამომდინარეა, რომ გუშინ ლოკალიზებული ხანძრის შემდეგ არ მოგვეცა საშუალება შენობაში შესვლის. იყვნენ მოსულები სამხარაულის ჯგუფის ექსპერტები, რომლებმაც არ მოგვცეს საშუალება შესულიყვნენ მეხანძრე-მაშველები და იმ დარჩენილი პატარ-პატარა კერების დაქრობა მომხდარიყო.

ამ წუთებშიც არის დანჩენილი რამდენიმე უმნიშვნელო კერა დარჩენილი, რომლებიც რამდენიმე საათში სრულად იქნება ლიკვიდირებული. მერიას სრულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი შენობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი დაქირავებული კომპანია აწარმოებს შენობის გამაგრებით იმ სამუშაოებს, რომლის შედეგადაც დაიწყო ხალხის შეყვანა ეტაპობრივად და გადარჩენილი საქონელის გამოტანა, რომელიც მათ უბრუნდებათ უვნებლად”, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ზვიად კაწაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი