ახალი ამბები

“ბავშვთა სამყაროს” შენობის პირველი სართული კვლავ აალდა

30 იანვარი, 2017 • 4564
“ბავშვთა სამყაროს” შენობის პირველი სართული კვლავ აალდა

“ბავშვთა სამყაროს”შენობის პირველ სართულზე ხანძარი 18:10 წუთზე განახლდა. ხანძრის ჩაქრობას ადგილზე ერთი სამაშველო ბრიგადა ცდილობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თავდაპირველად შეტყობინება სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შესახებ 30 იანვარს, 04:10 საათზე შევიდა, თუმცა ხანძრის ლოკალიზება მხოლოდ 9:00 საათისთვის მოხერხდა. 18:10 საათზე შენობის პირველ სართულზე ცეცხლი კვლავ აალდა.

ადგილზე 31 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი თავდაპირველად შენობის მიმდებარე 3 000 კმ/მ-ს მოედო და შემდეგ შენობაზეც გადავიდა, რომლის ფართობიც 10 000 კვ/მ-ს შეადგენს და ამ დროისთვის სრულად დამწვარია. წინასწარი მონაცამებით, ზარალი ძალიან დიდია, თუმცა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც რეგისტრირებულია 1996 წლიდან თბილისში, თევდორე მღვდლის #7-ში. აღნიშნული ორგანიზაციის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, მათი სააქციო კაპიტალი შეადგენს 423 289.28 ლარს. სააქციო კაპიტალი დაყოფილია 5588 აქციად, თითოეულის ღირებულებაა 60 აშშ დოლარი და აქციათა 41%-ზე მეტს ფლობს ოფშორში რეგისტრირებული შპს “ლეუფერტი”. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა მერაბ ასათიანი, წევრები – გიორგი მახარაძე და ნინო გორგანელი. აღმასრულებელი დირექტორია გიორგი მაჭავარიანი, ფინანსური დირექტორი – დავით ქორიძე და მარკეტინგის დირექტორი ელგუჯა ცინცაძე. საწარმოს ძირითადი ეკონომიკური საქმიანობაა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით გაცემა-გაქირავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი