ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: 21 აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს მოქალაქეებზე უკანონოდ ყიდდნენ

30 იანვარი, 2017 • 3767
საგამოძიებო სამსახური: 21 აფთიაქში ფსიქოტროპულ წამლებს მოქალაქეებზე უკანონოდ ყიდდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს მასშტაბით გამოავლინეს 21 აფთიაქი, სადაც ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკანონოდ ყიდდნენ.

“დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 21 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. სააფთიაქო ნარკომანიას და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით ( უკანონო სამეწარმეო საქმიანობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან 3 წლამდე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხდებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს მუშაობას “სააფთიაქო ნარკომანიის” საბოლოოდ აღმოფხვრის მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი