ახალი ამბები

კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსამართლე ავირჩიოთ სტრასბურგის სასამართლოში

30 იანვარი, 2017 • 2459
კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ  მოსამართლე ავირჩიოთ სტრასბურგის სასამართლოში

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველომ მოსამართლე წარადგინოს.

“ჩვენ თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმისათვის, რომ კონკრეტულ კანდიდატებზე შევჯერდეთ და ასეთი რამ არ განმეორდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მოსამართლით იყოს წარმოდგენილი  სტრასბურგის სასამართლოში და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაგრძელდება. პარლამენტს აქვს თავისი ფუნქციები ამ სფეროში და ჩვენ  ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სათანადო პროცესის საფუძველზე ავირჩიოთ მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას პარლამენტი სათანადო ყურადღებას დაუთმობს,” – აღნიშნავს კობახიძე.

24 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩააგდო, რის გამოც ქვეყანამ კომიტეტს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია უნდა წარუდგინოს.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატები იყვნენ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდე ბარამიძე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი. საქართველოდან წარდგენილი სამი კანდიდატურიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლოს ამრჩევ კომიტეტს ერთი მათგანი უნდა დაენიშნა სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოდან წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესი ეჭვქვეშ დააყენა არსამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა, ხოლო ადვოკატთა ასოციაციის თავმდჯომარემ, ზაზა ხატიაშილმა ევა გოცირიძის კანდიდატურის წინააღმდეგ 26 სექტემბერს სტრასბურგის სასამართლოსთან აქცია გამართასტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატურების ჩავარდნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც გამოეხმაურა. წულუკიანის განცხადებით, საქართველოდან გაგზავნილი სიის წინააღმდეგ არაერთმა ადამიანმა იმუშავა, მათ შორის ენმ-დან, ასევე, ომბუდსმენმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი