ახალი ამბები

სააგენტო: 31 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25°C-მდე დაეცემა

30 იანვარი, 2017 • 1912
სააგენტო: 31 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25°C-მდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 იანვარს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.

”დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ვარაუდით, სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი