ახალი ამბებისამართალი

შსს აცხადებს, რომ 727 აბი MDMA ამოიღო

30 იანვარი, 2017 • 2409
შსს აცხადებს, რომ 727 აბი MDMA ამოიღო

შსს-ს  ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

სამინისტრის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შემცველი 727 აბი, ასევე, MDMA-ს შემცველი 52 ფირფიტა და 15,07 გრამი კანაფის ფისის შემცველი ნარკოტიკი ამოიღეს.

“ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.  გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწნებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი