ახალი ამბები

აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან დეპორტაცია დროებით შეჩერდება

29 იანვარი, 2017 • 3087
აშშ-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან დეპორტაცია დროებით შეჩერდება

BBC-ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების სასამრთლომ დროებით შეაჩერა ამერიკის ვიზის მფლობელთა და ლტოლვილთა დეპორტაცია, რომელიც პრეზიდენტ დონალ ტრამპის ბრძანების შემდეგ დაიწყო. ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირმა (ACLU) ტრამპის ბრძანების საპახუდო სასამართლოში საჩივარი პარასკევს, 27 იანვარს შეიტანა. მათი შეფასებით, 100-დან 200-მდე დაკავებულია აეროპორტებში.

ტრამპის ბრძანებას ათასობით ადამიანი აპროტესტებს ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა აეროპორტში. გამოცემული ბრძანების თანახმად, აშშ-ში შეჩერდა ლტოლვილთა პროგრამა და 90-დღიანი აკრძალვა დააწესა ამერიკაში მოგზაურობასთან დაკავშირებით ირანის, ერაყის, სომალის, სუდანის, სირიის და იემენის მოქალაქეებისთვის.

ის ადამიანები, რომლებიც ბრძანების ამოქმედებამდე უკვე ამერიკისკენ მიფრინავდნენ, ჩაფრენისთანავე დააკავეს, იმის მიუხედავად, რომ ისინი ვიზებს ან საემიგრაციო ნებართვებს ფლობდნენ.

ფედერალური სასამართლოს მოსამართლის ანნ დონელის გადაწყვეტილებით – “თავიდან იქნება აცილებული იმ პირთა აშშ-დან გაძევება, რომლებიც მოქმედ ვიზას ფლობენ, დაკმაყოფილებულია მათი მოთხოვნა ლტოლვილთა პროგრამის ფარგლებში და აშშ-ში შესვლის უფლება აქვთ”. სასამართლო გადაწყვეტილება ასევე ამბობს, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც ქვეყანაში არ უშვებენ, “რეალური და გამოუსწორებელი ზიანის მიყენების საფრთხე ემუქრებათ.”

“უსამართლობის განცდა იმდენად დიდია და ეს აკრძალვა იმდენად დამაცირებელია!სირცხვილია”,- ამბობს კანის კიბოს კვლევით ცენტრის მეცნიერი, რომელიც სირიიდანაა, თუმცა გერმანიაში ცხოვრობს და არ შეუძლია, თებერვალში საქმიანი ვიზიტით ფილადელფიაში ჩაფრინდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ბრძანებასთან. BBC წერს, რომ ჯერჯერობით ნათელი არ არის, როგორ აღსრულდება ის. სხვადახვა შტატის სასამართლოებმა უკვე მიიღეს აეროპორტში ჩასვლისას დაკავებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება. ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა კვირას, 29 იანვარს განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებს აღასრულებს, თუმცა ტრამპის ბრძანების შესრულებასაც გააგრძელებს.

ადამიანების სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში დონალდ ტრამპის ბრძანებას აპროტესტებენ. © EPA/PETER DASILVA 28.01.2017

ადამიანების სან-ფრანცისკოს საერთაშორისო აეროპორტში დონალდ ტრამპის ბრძანებას აპროტესტებენ. © EPA/PETER DASILVA 28.01.2017

ადამიანები ლოს-ანჯელსის საერთაშორისო აეროპორტში დონალდ ტრამპის ბრძანებას აპროტესტებენ. ©EPA/EUGENE GARCIA 28.01.2017

ადამიანები ჯონ კენედის სახელობის საერთაშორის აეროპორტში დონალდ ტრამპის ბრძანებას აპროტესტებენ. ©EPA/JUSTIN LANE 28.01.2017

ადამიანები ჯონ კენედის სახელობის საერთაშორის აეროპორტში დონალდ ტრამპის ბრძანებას აპროტესტებენ. ©EPA/JUSTIN LANE 28.01.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი