ახალი ამბები

‘შატო მუხრანის’ მიერ განახლებულმა ბაგრატიონთა სასახლემ უამრავ სტუმარს უმასპინძლა

23 ოქტომბერი, 2012 • 5965
‘შატო მუხრანის’ მიერ განახლებულმა ბაგრატიონთა სასახლემ უამრავ სტუმარს უმასპინძლა

ივანე მუხრანბატონის დაბადებიდან 200 წლისთავზე კომპანია „შატო მუხრანმა“ დაასრულა გრანდიოზული ისტორიული პროექტის მეორე ეტაპი – ივანე მუხრანბატონის უნიკალური სასახლის, მიწისქვეშა მარნებისა და საჯინიბოს რეკონსტრუქცია.

 

სტუმრებმა იხილეს აღდგენილი მუხრანბატონის სასახლე. სასახლის ფასადმა სრულად დაიბრუნა პირვანდელი სახე. მალე დასრულდება სასახლის ინტერიერიც, მოეწყობა ვახტანგ მეექვსეს, ვახუშტის, პეტრეს, ალექსანდრეს და სხვა ცნობილ ბაგრატიონთა სალონები; დასრულდება 4,000-კაციანი ამფითეატრი და აღდგენილი მუხრანბატონის სასახლე კვლავ გახდება კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, სადაც ისეთივე პომპეზურობით შეხვდებიან სტუმრებს, როგორც ეს ივანე მუხრანბატონის სიცოცხლეში ხდებოდა.

 

სასახლესთან ერთად სტუმრებს მუხრანში სადღესასწაულო გარემო დახვდათ. მათ დაათვალიერეს მუხრანბატონის ისტორიული მემკვიდრეობა, „შატო მუხრანის“ვენახები და ულტრათანამედროვე ქარხანა… მონაწილეობა მიიღეს ტრადიციულ რთველში და ყურძნის ძველი წესით დაწურვაში. ასევე მოეწყო შემოდგომის ფესტივალი ტრადიციული ქართული აქტივობებით: ჩურჩხელების ამოვლება, ჭაჭის გამოხდა, თონეში პურის ცხობა და ა.შ.

 

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუმრებს ელოდათ ბაგრატიონთა საუცხოო ტყე-პარკში მოწყობილი კონცერტი მრავალფეროვანი პროგრამით. სტუმრებს გაუმასპინძლდნენ უგემრიელესი ქართული კერძებით და „შატო მუხრანის“ პრემიუმ კლასის ღვინოებით.

 

დღეს უკვე უამრავ ქართველ და უცხოელ  სტუმარს იზიდავს „შატო მუხრანში“მოწყობილი ღვინის ტურები და სხვა მრავაფეროვანი ღონისძიებები. აქ მოსულ სტუმრებს არაჩვეულებრივ ქართულ ღვინოსთან ერთად, ბაგრატიონთა ისტორიის ამსახველი დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ელოდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი