ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისია ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესახებ არ იმსჯელებს

27 იანვარი, 2017 • 2331
საკონსტიტუციო კომისია ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესახებ არ იმსჯელებს

საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესახებ ავთანდილ დემეტრაშვილის ინიციატივას – ამის შესახებ ნეტგაზეთს ჯგუფის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განუცხადა.

კომისიის სხდომა დღეს, 27 იანვარს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.

როგორც მენაბდემ აღნიშნა, მან ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა, რადგან ორპალატიანი პარლამენტი ხელისუფლების ბალანსის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა და საკანონმდებლო პროცესს ხვეწს.

“ეს იყო ორპალატიანი პარლამენტის შექმნის შესახებ ინიციატივა – ვიმსჯელეთ იმის შესახებ, გაგვეგრძელებინა ორპალატიან პარლამენტზე მუშაობა, თუ ერთპალატიანი პარლამენტით დავრჩენილიყავით. გაიმართა სარეიტინგო კენჭისყრა. ჩემდა სამწუხაროდ, ავთანდილ დემეტრაშვილის ინიციატივამ უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოაგროვა,”- განაცხადა ნეტგაზეთთან ვახუშტი მენაბდემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი