ახალი ამბები

ვინ და რატომ თქვა უარი ‘ნაციონალების’ ფრაქციაში გაწევრიანებაზე

21 ოქტომბერი, 2012 • 1452
ვინ და რატომ თქვა უარი ‘ნაციონალების’ ფრაქციაში გაწევრიანებაზე
მისი თქმით, იგი  ყოველთვის იყო უპარტიო დეპუტატი და სამომავლოდ იმ ფრაქციაში იქნება, რომელიც არის დამოუკიდებელი.
 
 
“მე მაქვს ძალიან ბევრი ვალდებულება, ჯერ ერთი– ხალხის წინაშე, რომელმაც მე მხარი დამიჭირა, 3–ჯერ ზედიზედ ამირჩიეს ხობის რაიონში. პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ვიქნები”, – ამბობს ბუკია.

 
შეგახსენებთ, დღეს, 21 ოქტომბერს, ხუთმა დეპუტატმა “ნაციონალური მოძრაობიდან” უარი განაცხადა საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებაზე.
 
ეს დეპუტატები არიან – ხობის მაჟორიტარი გოდერძი ბუკია, დმანისის მაჟორიტარი – კახა ოქრიაშვილი, ლენტეხის – გოგი ლიპარტელიანი, ცაგერის- სერგო ხაბულიანი და ნინოწმინდის – ენზელ მკოიანი.

 
უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ აღნიშნულმა 5 დეპუტატმა უარი თქვა უმცირესობაში გაწევრიანებაზე.  
 
“არის რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, რომლებიც დამოუკიდებელ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. ეს მათი გადაწყვეტილებაა”, – ამბობს წერეთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი