ახალი ამბები

ანა დოლიძის თქმით, როცა პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, მაშინ გააკეთებს ცერცვაძეზე განცხადებას

26 იანვარი, 2017 • 3484
ანა დოლიძის თქმით, როცა პრეზიდენტი საჭიროდ ჩათვლის, მაშინ გააკეთებს ცერცვაძეზე განცხადებას

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი,ს ანა დოლიძის განცხადებით, გია ცერცვაძის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ინფორმირებულია და, როგორც კი ჩაითვლება საჭიროდ, რომ გიორგი მარგველაშვილმა გააკეთოს განცხადება და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, ეს პოზიცია დროულად იქნება გამოხატული.

ანა დოლიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დონის მოხელეებს ჰქონდათ პირდაპირი კავშირი  შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. გიროგი მარგველაშვილი ინფორმირებულია ამ საქმის განვითარების ეტაპების შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმედი აქვს, რომ ცერცვაძის, როგორც საქართველოს მოქალაქის, უფლებები დაცული იქნება კონსტიტუციის და კანონმდებლობის შესაბამისად.

„შესაძლოა, ის ყოველდღიური მუშაობა, რასაც უშიშროების საბჭო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეწევა, არ იყოს ის მუშაობა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ღიად” – ამბობს ანა დოლიძე.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი