ახალი ამბები

კიევის სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

26 იანვარი, 2017 • 2205
კიევის სააპელაციო სასამართლომ გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა

კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო. სასამართლოში ცერცვაძის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახის (პატიმრობა) შეცვლას და მის გათავისუფლებას.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “სასამართლომ გადაწყვეტილება იმ მოტივით ახსნა, რომ პირველმა ინსტანციამ შესაბამისი დოკუმენტია სააპელაციოში დაგვიანებით გადაგზავნა”. ტელეკომპანიის ცნობით, მომდევნო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 3 თებერვალს გაიმართება.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი