ახალი ამბები

შსს: ორი პირი, რომელიც მძღოლს ფულს სძალავდა, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დავაკავეთ

26 იანვარი, 2017 • 1692
შსს: ორი პირი, რომელიც მძღოლს ფულს სძალავდა, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებული შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში ორი ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ცნობით,  ზ.ბ ,,კაპიტალ გრუპის“ კუთვნილი მიკროავტობუსის მოიჯარე მძღოლს თბილისში, ერთ-ერთ სამარშრუტო ხაზზე მუშაობის სანაცვლოდ, გარკვეულ თანხას სისტემატურად, უკანონოდ სძალავდა. მიმდინარე წლის იანვარში მოიჯარე მძღოლმა ზ.ბ.-ს თანხის მიცემა შეუწყვიტა, რის გამოც, დავის გადაწყვეტის მიზნით, ზ.ბ. ქურდული სამყაროს წევრს, წარსულში ნასამართლევს – რ.გ.-ს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 იანვარს რ.გ.-მ და ზ.ბ.-მ, სარგებლის მიღებისა და დაზარალებულზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ე.წ. „ქურდული გარჩევა“ მოაწყვეს.

პოლიციის ცნობით, ისინი SKYPE-ის მეშვეობით დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს – ლ. ხ.-ს, რომელმაც მხარეების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ე.წ. „ქურდული კანონების“ თანახმად, დაზარალებულ მძღოლს ზ.ბ.-სთვის კვლავ უნდა ეხადა გარკვეული თანხა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის კუთხით, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი