ახალი ამბები

ზედმეტად შემწვარი სახამებლიანი საკვები, შესაძლოა, კიბოს რისკთან იყოს დაკავშირებული

25 იანვარი, 2017 • 5608
ზედმეტად შემწვარი სახამებლიანი საკვები, შესაძლოა, კიბოს რისკთან იყოს დაკავშირებული

სურსათის სტანდარტების სააგენტო ბრიტანეთში მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ზედმეტად შემწვარი სახამებლის შემცველი საკვების მიღება ქიმიური ნივთიერების, აკრილამიდის გამო, შესაძლოა, კიბოს რისკებთან იყოს დაკავშირებული. 

მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ზედმეტად შემწვარი კარტოფილისა და პურის (ტოსტის) მიღება კიბოს რისკებს ზრდის. ისინი ადამიანებს მოუწოდებენ, შეამცირონ შემწვარი საკვების პორცია და ამ მიზნით კამპანიაც წამოიწყეს. სურსათის სტანდარტების სააგენტო მოსახლეობას ურჩევს, საკვები მსუბუქად შებრაწული სახით მიიღონ.

ქიმიური ნივთიერება, რომელიც აკრილამიდის სახელითაა ცნობილი, შაქრის, წყლის და ამინომჟავების რეაქციის შედეგად ყალიბდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა და ხანგრძლივობა, აკრილამიდის შემცველობა უფრო მაღალია.  აკრილამიდს ვხვდებით ბისკვიტში, შვრიის ფაფაში, ყავაში, კრეკერსა და პურში.

ბრიტანეთში კიბოს კვლევის ცენტრის წარმომადგენლის, ემა შილდსის განცხადებით, სანამ სურსათის სტანდარტების სააგენტო არ შეაფასებს რისკს, როგორც მნიშვნელოვანს, მანამდე ეს მხოლოდ ჰიპოთეტური შესაძლებლობაა და არა აუცილებელი ინდიკატორი.

“ცხოველების შესწავლით მოპოვებული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ პოტენციურად, შესაძლოა, აკრილამიდი უჯრედულ დნმ-სთან რეაქციაში შევიდეს, რის შედეგადაც მიყენებულმა ზიანმა, შეიძლება, ცხოველი საბოლოოდ კიბოს დაავადებამდე მიიყვანოს, მაგრამ ადამიანებზე ჩატარებულ კვლევებში ასეთი პირდაპირი კავშირი არ ჩანს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი