ახალი ამბები

თამარ ჩუგოშვილმა და პედრო აგრამუნტიმ გიგი უგულავაზე ისაუბრეს

25 იანვარი, 2017 • 3408
თამარ ჩუგოშვილმა და პედრო აგრამუნტიმ გიგი უგულავაზე ისაუბრეს

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში,  დეპუტატებმა შეხვედრა საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან გამართეს, სადაც საუბარი გიგი უგულავას საკითხსაც შეეხო.

პედრო აგრამუნტიმ 23 იანვარს სტრასბურგში სიტყვით გამოსვლისას გიგი უგულავას საკითხი ნადია სავჩენკოსთან ერთად პოლიტპატიმრების კონტექსტში ახსენა და განაცხადა, რომ მათი ღირებულებებისა და სტანდარტებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პოლიტმატიმრების არსებობაა.

“პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გადავწყვიტე, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიმექცია ამ საკითხისთვის. მე ვუბიძგე ნადია სავჩენკოსა და გიგი უგულავას გამოშვებისკენ, ასევე დავიწყე მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ ინიციატივებმა, რომლებსაც მარტო მე არ ვახორციელებდი, შედეგები მოიტანა. რუსეთსა და საქართველოში სავჩენკო და უგულავა გაათავისუფლეს, აზერბაიჯანში კი – სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და ჟურნალისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა. მივესალმები ასეთ განვითარებას,”- განაცხადა პედრო აგრამუნტიმ 23 იანვარს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პედრო აგრამუნტისთან შეხვედრაზე საუბარი საუბარი შეეხო პედრო აგრამუნტის ამ განცხადებასაც, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერის,  გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ გააკეთა.

“ვისაუბრეთ მის გუშინდელ კომენტართან დაკავშირებით, რაზეც მან გვითხრა, რომ არანაირი კითხვის ნიშნები ამ მიმართულებით არ აქვს,“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი