ახალი ამბები

პრემიერი: ერთხელ და სამუდამოდ გვექნება ფართო ჩართულობით მიღებული კონსტიტუცია

24 იანვარი, 2017 • 1288
პრემიერი: ერთხელ და სამუდამოდ გვექნება ფართო ჩართულობით მიღებული კონსტიტუცია

დღეს, 24 იანვარს, გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს ექნება ფართო ჩართულობით მიღებული კონსტიტუცია.

“საქართველოში პირველად ხდება, როდესაც ასეთი ფართო ჩართულობით ხდება საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. როგორც მოგეხსენებათ, ვენეციის კომისიის მხრიდანაც მივიღეთ პოზიტიური შეფასება ცვლილებების საჭიროებასთან დაკავშირებით და თვითონ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ განსხვავებით იმ წარსულის პრაქტიკისაგან, როდესაც ჩვენ ხშირად ვგებულობდით ხოლმე საკონსტიტუციო ცვლილებებს მასმედიის საშუალებით და ეს ატარებდა აბსოლუტურად პოლიტიკურ ხასიათს, ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ გვექნება საქართველოში კონსტიტუცია ფართო ჩართულობით მიღებული იმ საჭიროებებზე და გამოწვევებზე დაყრდნობით, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებობს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი