ახალი ამბები

მერაბიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა

17 ოქტომბერი, 2012 • 1590
მერაბიშვილი საზღვარგარეთ გაემგზავრა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრა. ვანო მერაბიშვილი საქართველოში 18 ოქტომბერს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს. 

 

შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააკმაყოფილა მთავრობის შუამდგომლობა გადადგომის თაობაზე. 

 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტმა საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა აირჩიოს. შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელება დღეს უნდა მოხდეს. 

 

 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ახალი მთავრობა სწორედ კოალიციამ უნდა დააკომპლექტოს. “ქართული ოცნების” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მინისტრობის ახალი კანდიდატები 8 ოქტომბერს წარადგინა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი