ახალი ამბები

პარლამენტში “მწვანეების” ფრაქცია შეიქმნა

23 იანვარი, 2017 • 2017
პარლამენტში “მწვანეების” ფრაქცია შეიქმნა

პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია “ქართული ოცნება- მწვანეები” შეიქმნა. “მწვანეებიდან” პარლამენტში მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძეა, ფრაქციისთვის საჭირო ხუთი დეპუტატი მას “ქართული ოცნების” რიგებიდან დაემატა.

ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძეა, მისი მოადგილე-  ზაზა გაბუნია, ხოლო წევრები: გიორგი ბრეგაძე, ირაკლი აბუსერიძე, დიმიტრი მხეიძე და  სამველ მანუკიანი.

“ქართული ოცნების” დეპუტატების დახმარებით ეს რიგით მესამე პარტიის ფრაქციაა. აქამდე, ფრაქციის შექმნაში მმართველი გუნდი “მრეწველებს”, ასევე, “კონსერვატორებსა” და “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის” დაეხმარა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი