ახალი ამბები

ვოლსკი: საკონსტიტუციოს მოსამართლედ კობახიძის წარდგენა გადაწყვეტილი არ არის

23 იანვარი, 2017 • 1881
ვოლსკი: საკონსტიტუციოს მოსამართლედ კობახიძის წარდგენა გადაწყვეტილი არ არის

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად “ქართული ოცნება” რამდენიმე კანდიდატს განიხილავს და ჯერ გადაწყვეტილი არ არის, წარადგენენ თუ არა ამ თანამდებობაზე მანანა კობახიძეს:

“თუ მანანა კობახიძის კანდიდატურა დასახელდება, ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვის დავასახელებთ. სხვა კანდიდატურებიც განიხილება. ამ საკითხზე ჯერ მკაფიო სურათი არ გვაქვს. უახლოეს მოამვალში გააკეთებს ფრაქცია განცხადებას,” – ამბობს გიორგი ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა სექტემბრიდან ვაკანტურია. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარადგინა ზაზა რუხაძე, თუმცა რუხაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი