ახალი ამბები

ჯორჯიასა და მისისიპიში ტორნადომ 15 ადამიანი შეიწირა

23 იანვარი, 2017 • 2793
ჯორჯიასა და მისისიპიში ტორნადომ 15 ადამიანი შეიწირა

BBC-ის ინფორმაციით, ტორნადომ მისისიპისა და ჯორჯიის შტატებში სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; ძლიერი შტორმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ჯორჯიას შტატში 11 გარდაიცვალა და 23 დაშავდა, ხოლო მისისიპიში 4 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, სტიქიის ეპიცენტრში, მისისიპის შტატში, ქარის სიჩქარე 218 კმ/სთ-ს აჭარბებდა.

ბიბისის ცნობით, ამერიკის გარემოს ეროვნულ სააგენტოში ვარაუდობენ, რომ ტორნადო შესაძლოა ჩრდილოეთ ფლორიდასა და სამხრეთ ჯორჯიაშიც განმეორდეს.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე ესაუბრა შესაბამის უწყებას და მწუხარება გამოთქვა გარდაცვლილთა გამო.

ჯორჯიას და მისისიპის შტატებში შტორმს სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა © REUTERS

ჯორჯიას და მისისიპის შტატებში შტორმს სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა © REUTERS

მასალების გადაბეჭდვის წესი