ახალი ამბები

ანონსი – 23 იანვარი

23 იანვარი, 2017 • 3237
ანონსი – 23 იანვარი

წარმოგიდგენთ 23 იანვარს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


10:30 საათზე, პარლამენტში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთო კახიძის ბრიფინგი გაიმართება. თემა: რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის, გია ცერცვაძის დაკავება და რუსეთისთვის მიწოდებული საიდუმლო მასალები.


11 საათზე, პარლამენტში ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარის ბრიფინგი გაიმართება. თემა: საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნები გაზპრომზე.


11:00 საათზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა. ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).


11:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნიკოლას ქვიქთან. ადგილი: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310).


12:00 საათზე, “შევაჩეროთ ფსიქიატრიული სისტემის ნგრევა” – ამ ლოზუნგით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან 23 იანვარს 12:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორი სოციალურ ქსელში “საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრია”.


12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გაფართოებული გასვლითი სხდომა გაიმართება. ადგილი: N37 საბავშვო ბაგა-ბაღი (მის: ონაშვილის ქუჩა N1). საკონტაქტო პირი: ნათია ღვინაშვილი – 599021110.


14:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა. იხილეთ დღის წესრიგი. ადგილი: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N221.


17:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, პაატა საბელაშვილის საქმეზე, რომელსაც შინაგან საქმეთა 10 დეკემბრის აქციაზე “დეკრიმინალიზაცია 2016” სამინისტრო წვრილმან ხულიგნობასა და ორგანიზატორის მხრიდან შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევას ედავება. საკონტაქტო პირი: კატერინა – 555100612.


18:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

მასალების გადაბეჭდვის წესი