ახალი ამბები

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

22 იანვარი, 2017 • 1513
ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

დღეს, 22 იანვარს, ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. როგორც შსს-ში განგვიცხადეს, ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის V ნაწილით მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის ეს მუხლი ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი