ახალი ამბები

ცვლილებები და განახლება რესპუბლიკურ პარტიაში

22 იანვარი, 2017 • 4262
ცვლილებები და განახლება რესპუბლიკურ პარტიაში

რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა ახალ პოლიტიკურ მდივნად თამარ კორძაია აირჩია. მანამდე ამ თანამდებობას დავით ბერძენიშვილი იკავებდა, რომელიც დღეიდან პარტიის საარჩევნო-პოლიტიკური ანალიზის მდივნის პოსტს დაიკავებს.

რესპუბლიკური პარტიის წესდების მიხედვით, პოლიტიკური მდივანი თავმჯდომარის შემდეგ პარტიაში მეორე თანამდებობის პირია.

ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. ფოტო: რესპუბლიკური პარტია

ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია. ფოტო: რესპუბლიკური პარტია

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნულმა კომიტეტმა პარტიის აღმასრულებელ სამდივნოში თავმჯდომარის წარდგინებით ახალი წევრი, ინგა მაღრაძე აირჩია. რესპუბლიკელების ცნობით, იგი თვითმმართველობის და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებას უხელმძღვანელებს, ხოლო დავით ბერძენიშვილი საარჩევნო-პოლიტიკური ანალიზის მდივანი გახდა.

რესპუბლიკური პარტიის წესდების მიხედვით, აღმასრულებელი სამდივნოს შემადგენლობას, პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით, ეროვნული კომიტეტი ამტკიცებს. ამჟამად სამდივნოს 7 წევრი ჰყავს. ეროვნული კომიტეტი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის ხელმძღვანელობით, განახლებასა და ცვლილებებზე ორი დღე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი