ახალი ამბები

მარიამ გერსამია პარტიული საქმიანობის პარალელურად აკადემიურ კარიერასაც გააგრძელებს

20 იანვარი, 2017 • 10555
მარიამ გერსამია პარტიული საქმიანობის პარალელურად აკადემიურ კარიერასაც გააგრძელებს

თსუ-ს სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ყოფილი ხელმღვანელი, პროფესორი მარიამ გერსამია ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი გახდა. როგორც გერსამიამ ნეტგაზეთს განუცხადა, იგი პარტიაში განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით იმუშავებს, ამავდროულად, გააგრძელებს აკადემიურ კარიერას:

“დღევანდელი ყრილობა ძალიან ნაყოფიერი იყო. მე  პოლიტიკურ საბჭოში ყოფნას დავთანხმდი, რადგან ეს არის ძალიან კარგი საშუალება ნიჭიერი, პროფესიონალი ახალგაზრდებისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს გაძლიერებისთვის ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობის განახლება ნიშნავს ბრძოლას საქართველოს სიძლიერისთვის”, – უთხრა გერსამიამ ნეტგაზეთს.

მარიამ გერსამია ენმ-ის VII ყრილობაზე 20.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მარიამ გერსამია ენმ-ის VII ყრილობაზე 20.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

მან ასევე განგვიცხადა, რომ პოლიტსაბჭოს წევრობა ჩიორა თაქთაქიშვილმა შესთავაზა.

“მე პარტიაში ვიმუშავებ განათლების, მეცნიერების მიმართულებით იქ, სადაც მაქვს ჩემი გამოცდილება და პროფილი და ასევე, მედიის მიმართულებითაც”.

რაც შეეხება აკადემიურ კარიერას, გერსამია ამბობს:

“უნივერსიტეტში, ბუნებრივია, მე ვაგრძელებ ჩემს აკადემიურ კარიერას. მომავალში შესაძლოა ჩემი პროფილი შეიცვალოს. მაგრამ სამეცნიერო მოღვაწეობას და სტუდნეტებთან ურთიერთობას გავაგრძელებ”. რაც შეეხება იმას, თუ რა იგულისხმება პროფილის შეცვლაში, გერსამია მაგალითად ასახელებს იმას, რომ მან შესაძლოა ჟურნალისტებს აღარ წაუკითხოს ლექციები და პიარის მიმართულებით დაიწყოს მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი