ახალი ამბები

5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში

14 ოქტომბერი, 2012 • • 1022
5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საქართველოში

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დაბა წნორში, სოფელი ულიანოვკაში. ეპიცენტრში სიმძლავრემ 5.1 მაგნიტუდა შეადგინა. აღნიშნულ ბიძგებამდე 5 წუთით ადრე წნორიდან 13 კილომეტრში, სოფელ ერისიმედთან ასევე დაფიქსირდა 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები. 

 

მიწისძვრა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოსახლეობამ გუშინ, გვიან ღამითაც იგრძნო, თუმცა ეპიცენტრი ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 5 კილომეტრში იყო, სიმძლავრემ კი 4.6 მაგნიტუდა შეადგინა.

 

დღეს, 14:13 საათზე მომხდარ მიწისძვრაზე მცირედით განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა აშშ–ის გეოლოგიური კვლევების მიწისძვრების რისკების პროგრამა(USGS), რომლის ცნობითაც, მიწისძვის ეპიცენტრი იყო ლაგოდეხიდან 10 კილომეტრში, საქართველო–აზერბაიჯანის საზღვართან, სიმძლავრემ კი მიაღწია 5.2 მაგნიტუდას. რაც შეეხება 5 წუთით ადრე, 14:08 საათზე დაფიქსირებულ ბიძგებს, ამ წყაროს ცნობით, ეპიცენტრი არა სოფელ ერისიმედთან, არამედ აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრისგან მოშორებით, ბელოქანში იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი