ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

20 იანვარი, 2017 • 1695
საპარლამენტო უმცირესობა ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

დღეს, 20 იანვარს, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი  ფრაქცის წევრები ვენეციის კომისიის დელეგაცის წევრებს შეხვდნენ.

გიორგი კანდელაკის თქმით,  “ქართულ ოცნებას ” სურს დაჩქარებული წესით წარიმართოს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისია სრულად არის ინფორმირებული შესაძლო საფრთხეების შესახებ:

“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხელისუფლებას პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება სურს. ასევე, ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემის საკითხზე. მოქმედ მაჟორიტარული სისტემაზე არსებობს დათქმა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმდება, მაგრამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციაში არსებობს ეჭვი, რომ შეეცდებიან სახეცვლილი ფორმით მაინც დარჩეს ეს საარჩევნო სისტემა და მნიშვნელოვანია, რომ წინ აღვუდგეთ ამას. ვენციის კომისია სრულად არის ინფორმირებული ამ საფრთხეების შესახებ,” – აღნიშნა კანდელაკმა.

ვენეციის კომისიის დელეგაციას დღეს უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე. შეხედრის შემდეგ  კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ  თქვა, რომ  მისთვის მოსაწონია  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მზაობა, ვენეციის კომისიის შენიშვნები გაითვალისწინოს.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები დღეს “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის წევრებსაც შეხვდნენ. ფრაქციის წევრებმა შეხვედრაზე აქცენტი საარჩევნო სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე გააკეთეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი