ახალი ამბები

საკრებულომ თედო კობახიძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა

20 იანვარი, 2017 • 8568
საკრებულომ თედო კობახიძის გადაყენებას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 20 იანვარს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის უფლებამოსილების შეწყვეტას.

საკრებულოს 31-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა კობახიძის გადაყენებას, ხოლო 7-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა.

კენჭისყრის ჩატარებამდე გამოცხადდა 2-წუთიანი შესვენება, რომლის დროსაც უმრავლესობის წევრები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოთახში შეკრიბნენ, რის შემდეგაც დაინიშნა კენჭისყრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი