ახალი ამბები

ახალი მთავრობა მასშტაბურ ამნისტიას გეგმავს

14 ოქტომბერი, 2012 • • 1009
ახალი მთავრობა მასშტაბურ ამნისტიას გეგმავს

საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატის, არჩილ კბილაშვილის თქმით, ჯერჯერობით ფართომასშტაბიან ამნისტიასთან დაკავშირებით კოალიცია “ქართულ ოცნებაში” არსებობს მხოლოდ სურვილი, ამნისტიის კონკრეტულ დეტალებზე კი საუბარი არ ყოფილა.

 

რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას, მომავალმა პარლამენტარმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ სწორედ მისი ზედამხედველობით ექსპერტთა ჯგუფი იმუშავებს ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე, რომელსაც შემდგომ პარლამენტი მიიღებს.

 

ეკა ბესელიას თქმით, ჯერჯერობით საუბარი არ არის, კონკრეტულად რომელი მუხლის მიხევდით გასამართლებულებს შეეხებათ ამნისტია, თუმცა, მისივე განმარტებით, აუცილებლად უნდა მოხდეს ციხეების განტვირთვა. ეს კი აუცილებლად შეეხება არასრულწლოვნებსა და ქალებს, ასევე, მსუბუქი დანაშაულისთის გასამართლებულებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი