ახალი ამბები

საპატრიარქოს ოქროყანაში 1545 მ2 მიწა ლარად გადასცეს

20 იანვარი, 2017 • 5847
საპატრიარქოს ოქროყანაში 1545 მ2  მიწა ლარად გადასცეს

დღეს, 20 იანვარს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა საპატრიარქოსთვის ოქროყანის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემას.

1545 კვადრატული მეტრის ფართობის მინის ნაკვეთი ოქროყანის დასახლებაში მდებარეობს. ნაკვეთი საჯარო რეესტის მონაცემების მიხედვით თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იმყოფება.

მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა კარლო ლაფერაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე საპატრიარქომ ეკლესია უნდა ააშენოს, ხოლო ეკლესიის აშენების საკითხი განიხილა და მოიწონა რელიგიის საკითხთა სააგენტომ.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი