ახალი ამბები

ანონსი – 20 იანვარი

20 იანვარი, 2017 • 1884
ანონსი – 20 იანვარი

წარმოგიდგენთ 20 იანვარს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩთან საქართველოში, იანოშ ჰერმანთან. თბილისი, A კორპუსი, ოთახი N110

11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან. თბილისი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).

11:30 პარლამენტში გაზპრომთან დაკავშირებით გაიმართება ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავჯდომარის, სერგო რატიანის ბრიფინგი.

12:10 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრების ერთობლივი განცხადება პრესისთვის.

13:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში შედგება EFFE Label 2017-2018 პროგრამის“ პრეზენტაცია, რომელსაც ქართული ფესტივალების წარომადგენლები დაესწრებიან. პროგრამის კოორდინატორები – ჰერტ ნესენი და ნაიმა დელაერი, ასევე, ასოციაციის წარმომადგენელი საქართველოში – ლევან ხეთაგური მათ გააცნობენ ინფორმაციას, როგორც პროგრამის მნიშვნელობის, ასევე განაცხადების გაგზავნის წესის შესახებ.

14:00 სპორტის სასახლეში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა გაიმართება.

14:00 „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ორი ახალი პროექტის −ონლაინმაღაზიისა და მაცნეს კლუბის − პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის. მისამართი: ვაჟა ფშაველას 1, ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი.

14:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. დღის წესრიგი. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

15:30 საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პარტიოტების“ წევრების შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან. თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310).

16:00 ფარული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე შექმნილი კანონპროექტების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი, C კორპუსი, მე-3 სართული.

16:30 საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლების შეხვედრა ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან.

17:30 ვენეციის კომისიის პრეზიდენტი  ჯანი ბუკიკიო და ვენეციის კომისიის მდივანი ტომას მარკერტი იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანს შეხვდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი