ახალი ამბები

ბიზნესცენტრში პირველ სხდომასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდა

12 ოქტომბერი, 2012 • • 936
ბიზნესცენტრში პირველ სხდომასთან დაკავშირებით კონსულტაციები დასრულდა

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოს მომავალი წევრები.  ბიზნესცენტრი  ეკა ბესელიამ, ვახტანგ ხმალაძემ, ირაკლი სესიაშვილმა და ზურაბ ტყემალაძემ  დატოვეს.  

 

ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ივანიშვილთან შეხვედრაზე ქუთაისში პირველი სხდომის გამართვასთან დაკავშირებით  იმსჯელეს:

 

“ვისაუბრეთ, თუ რა მდგომარეობაშია ქუთაისის პარლამენტი,  თუ როგორ დაბინავდებიან აპარატის თანამშრომლები. აპარატის თანამშრომელთა რაოდენობა 600 კაცამდეა და მათთვის არანაირი პირობები არ არის ორგანიზებული, რომ  სადმე იცხოვრონ. თითოეულმა მათგანმა თავად უნდა იზრუნოს, რათა  ბინა იქირაოს “.-აღნიშნა ხმალაძემ. 

 

ხმალაძის თქმითვე, ადგილზე სიტუაციის გასრკვევად შეიქმნა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც უახლოეს დღეებში ქუთაისს საკითხების გასაცნობად ეწვევა.  ჯგუფში  ზურაბ ტყემალაძე, გიგლა აგულაშვილი და გიორგი ცაგარეიშვილი  შედიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი