ახალი ამბები

ქუთაისის პარლამენტი პრესისთვის დაიხურა

12 ოქტომბერი, 2012 • 1204
ქუთაისის პარლამენტი პრესისთვის დაიხურა

“ნეტგაზეთი” გუშინაც შეეცადა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში შესვლას და ფოტო-ვიდეო მასალის მომზადებას იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობაა შენობაში, თუმცა გუშინ ჩხაიძემ გვითხრა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ეს შეუძლებელი იყო და დღესთვის დაგვიბარა.

 

დღეს კი, პარლამენტის მშენებლობის ხელმძღვანელის ბრძანებით, შენობაში პრესის წარმომადგენლების შესვლა 19 ოქტომბრამდე აიკრძალა.

 

პარლამენტში პირველი სხდომა 20 ოქტომბრისთვის უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი