ახალი ამბები

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის შვილი საქართველოს ბანკის ჯგუფის დირექტორად დაინიშნა

12 ოქტომბერი, 2012 • • 2156
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის შვილი საქართველოს ბანკის ჯგუფის დირექტორად დაინიშნა

სამეთვალყურეო საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსების დარგში ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მურთაზ კიკორიას ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის შესახებ.  

 

„მოხარული ვარ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით ნიკა გამყრელიძის დანიშვნის თაობაზე საქართველოს ბანკის ჯგუფის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. სასიხარულოა, რომ აღნიშნული თანამდებობა კომპანიის შიგნით მომხდარი დაწინაურებით შეივსო. ნიკას ფინანსური და ლიდერობის უნარები, ასევე სტრატეგიული ხედვა, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჯგუფის შემდგომი ზრდისთვის. ნიკა გამყრელიძის მუშაობისას ალდაგი ბისიაის გენერალური დირექტორის პოსტზე კომპანია დაახლოებით 4–ჯერ გაიზარდა 2007 წლის მერე და მისმა აქტივებმა 309.3 მილიონი შეადგინა, 2012 წლის 30 ივნისის მდგომარეობით. ასევე მოხარული ვარ, რომ მურთაზ კიკორია, რომელსაც სხვადასხვა დროს ეკავა არაერთი წამყვანი პოზიცია საქართველოს ბანკის ჯგუფში, მათ შორის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტი ფინანსების დარგში და ასევე უკრაინის BG Bank–ის გენერალური დირექტორის პოსტი, გაუძღვება ჯგუფის სადაზღვევო და ჯანდაცვის ბიზნესმიმართულებას, რაც გაზრდის ალდაგი ბისიაის ღირებულებასა და წვლილს მთლიანი ჯგუფის წარმატებაში,“ – აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა. 

 

ნიკა გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ამირან გამყრელიძის შვილია. ამირან გამყრელიძე კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად მთავრობის შემადგენლობის დასახელებისას წარადგინა. 

 

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კი ყოფილი პრემიერ მინისტრის და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გილაურის ძმა ირაკლი გილაურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი