ახალი ამბები

ბოკერიასა და ივანიშვილს შორის საუბარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხებოდა

12 ოქტომბერი, 2012 • • 1083
ბოკერიასა და ივანიშვილს შორის საუბარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ეხებოდა

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნეს ცენტრში შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. ბოკერიამ შეხვედრის დავალება უშუალოდ პრეზიდენტისგან მიიღო. 

 

“როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენს გუნდებს შორის არსებობს ძალიან არსებითი, სერიოზული, ფუნდამენტური განსხვავებები და ეს განსხვავებები არსად არ გამქრალა და არ გაქრება, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ სვლის კურსის შენარჩუნებას და გამყარებას, ამ საკითხში ჩვენი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული,” – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა. 

 

გიგა ბოკერიას თქმითვე, პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გააკეთა განცხადებები ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით  და დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელსაც დღეს მოქმედი მთავრობა მიესალმება: 

 

“ამ პოზიციას კურსისი შენარჩუნების თაობაზე ჩვენ მივესალმებით, აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ეს საუბარი სწორედ ამ თემებს შეეხებოდა”.

 

ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის იდეა სამუშაო ჯგუფების კონსულტაციების დროს გაჩნდა და ასეთ შეხვედრებს მომავალშიც მიესალმებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი