ახალი ამბები

მანდატურმა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა

19 იანვარი, 2017 • 1597
მანდატურმა არასრულწლოვანთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა

მანდატურმა არასრულწლოვან მოსწავლესთან, სავარაუდოდ, სქესობრივი კავშირი დაამყარა – მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს მანდატური სკოლიდან 2016 წლის დეკემბერში დაითხოვეს. სკოლიდან მისი დათხოვნა, სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება.

“ეს ადამიანი დეკემბრიდან აღარ მუშაობს სკოლაში და საერთოდ, სისტემაში, გათავისუფლებულია სამსახურიდან. როგორც კი შევიტყვეთ, მაშინვე მივმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და პოლიციას,”- განუცხადეს ნეტგაზეთს განათლების სამინისტროს პრესსამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სქესობრივი კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.

ტელეკომპანია მაესტროს ცნობით, მანდატური 40 წლის არის და სკოლაში რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი