ახალი ამბებიხელოვნება

ექვთიმიშვილის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის სექციაში მოხვდა

19 იანვარი, 2017 • 6364
ექვთიმიშვილის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის სექციაში მოხვდა

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის, “ჩემი ბედნიერი ოჯახის” ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმი “ბერლინალეს” სექციაში “ფორუმი: რეალისტური და სურეალისტური” მოხვდა. ფორუმის სექცია 43 ფილმს აერთიანებს.

ფილმი თბილისში მცხოვრები ქართული ოჯახის ისტორიას ასახავს, მთავარ როლებს კი ქართველი მსახიობები, მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ასრულებენ. ფილმის სცენარი ნანა ექვთიმიშვილს ეკუთვნის. ეს არის ერთი ჩვეულებრივი თბილისური ოჯახი, სადაც ერთ ჭერქვეშ 3 თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მთავარი გმირი არის 50 წელს გადაცილებული, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწაველებელი ქალი, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ იცხოვროს ისე, როგორც თავად თვლის სწორად. როგორი რეაქცია მოჰყვება ამას მეგობრების, ოჯახის წევრების მხრიდან, როგორ იღებს საზოგადოება ცვლილებებს, ფილმი სწორედ ამის შესახებ გვიამბობს.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ნანა ქევთიმიშვილის და სიმონ გროისის მეორე საერთო ნამუშევარია. მათი ფილმი “გრძელი ნათელი დღეები” (In Bloom) არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, ის ბერლინის კინოფესტივალის ფორუმის პრიზის მფლობელია.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” საფრანგეთისა და გერმანიის კინოფონდების მხარდაჭერით შეიქმნა და საქართველოს სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” მონაწილეა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი